ანა კაკაბაძე – “გენდერული საბჭოს ფარგლებში, ჩვენც ვუერთდებით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას”

დედაქალაქის საკრებულოს წევრი, ანა კაკაბაძე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას გამოეხმაურა.

,,ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიო გამოწვევაა და, ბუნებრივია, გენდერული საბჭოს ფარგლებში, ჩვენც ვუერთდებით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. აქ გაჟღერდა, რომ ნარინჯისფერი სამაჯურები ვერ დაუბრუნებენ სიცოცხლეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. მათ სიცოცხლეს ვერაფერი და ვერავინ დაუბრუნებს, მაგრამ შეგვიძლია, სტიმული მივცეთ და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად გვერდში დავუდგეთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს არ აქვს საზოგადოების დაცვის ბერკეტები, უფრო ამძაფრებს პრობლემას და დაუცველობის შეგრძნებას. ამიტომ, როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე მედიას, ვთხოვ, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან’’, – განაცხადა ანა კაკაბაძემ და საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო მომსახურების ცხელ ხაზზე -116 006 დარეკვისკენ მოუწოდა.

,,ზარი უფასო და ანონიმურია, ძალადობის შემთხვევის დროს აუცილებელია აღნიშნულ ნომერზე დარეკვა’’, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები