ვლადიმერ პაპავა – სეზონურ ვირუსებზე: არანაირი პანიკის საფუძველი არ არის

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ვლადიმერ პაპავას განცხადებით, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების დროს ჰოსპიტალიზაციის გადაუდებელი ჩვენება არის გახანგრძლივებული ცხელება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღეს, სუნთქვის უკმარისობა და საერთო სისუსტე.

„მოსახლეობას ამ ეტაპზე გავაფრთხილებთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი. სჯობს, რომ დარჩეთ სახლში, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და იყოთ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს კლინიკაში 24-საათიანი მიღების რეჟიმში ვმუშაობთ და არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ადგილები არის, არანაირი გადატვირთული თერაპიული სტაციონარი ჩვენთან არ არის“, – განაცხადა პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები