ოკუპირებულ აფხაზეთში ონკოლოგიური დაავადებების ზრდაა
ოკუპირებულ აფხაზეთში ონკოლოგიური დაავადებების ზრდაა. ამჟამად, ონკოლოგიურ ცენტრში 7000-მდე ადამიანია რეგისტრირებული, ყოველთვიურად 300-მდე პირი ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკური ონკოლოგიური ცენტრის ქიმიოთერაპიის განყოფილების უფროსმა, სარია ადლეიბამ განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრირებული პაციენტების თითქმის 60% სამედიცინო ცენტრს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართავს.
ადლეიბა ვარაუდობს, რომ ბოლო სტადიაზე ონკოლოგიური დაავადებების დაფიქსირებული ზრდა, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორონავირუსულ ინფექციასთან.
„პანდემიის დროს ონკოლოგიური დაავადებების შემცირება იყო, მაგრამ ეს ცრუ კლება გახლდათ, რადგან პაციენტებს გამოკვლევის ეშინოდათ. ახლა კი პირიქით, მკვეთრი მატებაა მთელ მსოფლიოში“, – განმარტა მან.