ინოვაციური იდეები გამომგონებელ გუგა ბერაიასგან

      ახალი საგნების საჭიროებას გუგას ყოველდღიური ცხოვრება კარნახობს. მობილურის ელემენტის მუდმივმა დეფიციტმა მოზარდს ინოვაციური ფეხსაცმელი გამოაგონებინა, რომელიც სიარულის დროს იტენება. ამინდის ცვლილებამ, ქარის ამოვარდნის და მდინარის ადიდების პროგნოზირებისთვის საჭირო მოწყობილობა…
გუგა ბერაია თავის გამოგონებებს აპატენტებს და მსოფლიოს სთავაზობს…
ტექნიკური საგნებიდან ახალგაზრდა ქართველი გამომგონებელი სამედიცინო მიმართულებაზე გადაეწყო. 18 წლის გუგა ბერაია სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ახალი იდეების განხორციელებას მედიცინის სფეროში ფიქრობს.

– რა ტიპის განათლებამ მოგცა შესაძლებლობა, გამომგონებლობითი საქმიანობა დაგეწყო?
– მწიგნობართუხუცესის და დემირელის სახელობის სკოლებში ვსწავლობდი. იქ გვქონდა გამომგონებლების ჯგუფი, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. სკოლის დასრულების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ერთი წლის სწავლის შემდეგ სხვა ფაკულტეტზე – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე გადავედი და ამ მიმართულებით ვაგრძელებ სწავლას.
– ბავშვობაში გქონდა გამომგონებლობისადმი მიდრეკილება?10596283_885252728169688_1282105356_n
– მიყვარდა „ფაზლების“ აწყობა, ლეგოთი გართობა, სააზროვნო თამაშები… გამომგონებლობა კი მეშვიდე კლასიდან დავიწყე. აქტიურად დავდიოდი წრეზე, სადაც მსგავსი საქმიანობით ვიყავით დაკავებულები. აქედან დაიწყო ჩემი გამომგონებლობით გატაცება და ამ მიმართულებით დიდი სიამოვნებით ვაგრძელებ მუშაობას.
– იყო კონკურსები, სადაც პირველ ადგილს იღებდი…
– ოლიმპიადებში ვმონაწილეობი საქართველოში და უცხოეთში. მაგალითად „იპო“-ში ყოველწლიურ ოლიმპიადაში ორჯერ მივიღე მონაწილეობა.
– მოგვიყევი ამ გამოგონებების შესახებ…
– პირველი იყო გენერატორი, რომელიც წინასწარ გამცნობდა წყლის ადიდებას და ქარის ამოვარდნას. ეს იყო წისქვილისებრი ბორბალი, რომელსაც ჰქონდა ფრთები და მდინარის თავზე დამონტაჟებისას წყლის ადიდებისას ბორბალს ატრიალებდა. ამის შედეგად გადამცემის სიგნალი მდინარის ადიდებას გატყობინებდა.
– გამოგონებების საგანს საჭიროება გკარნახობს?
– კი, მე თვითონ ვდგები ამ საგნების საჭიროების წინაშე. მაგალითად, ტელეფონის ელემენტის დატენვა სულ პრობლემაა…   ამიტომ გადავწყვიტე, გამომეგონებინა უნივერსალური დამტენი, რომელიც ფეხით სიარულის დროს იტენება. სპეციალური მოწყობილობა ფეხსაცმლის ძირშია ჩამონტაჟებული და სიარულისას საშუალებას გაძლევს, დატენო აპარატი. ამ გამოგონების სრულყოფაში ამერიკიდან ჩამოსული ფიზიკის მასწავლებელი დამეხმარა.
– რის ხარჯზე ტენის ელემენტს ფეხსაცმლის დამტენი?10585487_885252721503022_621186719_n
– არსებობს კრისტალი კვარცი, რომელიც სანთებელაში ცეცხლს ანთებს. ეს დეტალი გადავიტანე ფეხსაცმლის ძირზე, გავუკეთე სარტყამი მექანიზმი, მასში ჩავდე კვარცის კრისტალი, რომელიც ზედაპირზე დარტყმის მეშვეობით მუხტს გამოიმუშავებს. ის დაკავშირებულია ფეხსაცმლის ჯიბეში ჩამონტაჟებულ აკუმულატორთან, რომელშიც მობილურის ელემენტი თავსდება. რამდენიმე საათის სიარულის შედეგად კი ელემენტი იტენება.
– შენ თვითონ თუ იყენებ ამ გამოგონებებს?
– სახლში ვიყენებ, მაგრამ გარეთ გატანისგან თავს ვიკავებ. ჯერ მხოლოდ შავი მაკეტია, ამიტომ არ მინდა, დაზიანდეს.
– როგორ მოახერხებ ინტერესის ორი სფეროს გაერთიანებას?
– ახლა უკვე მედიცინისკენ ვაპირებ გადახრას და ამ სფეროში გამოგონებების მხრივ მუშაობის გაგრძელებას. მაქვს ჩაფიქრებული ათეროსკლეროზის მკურნალობა და იმედი მაქვს, გამომივა ამ იდეის განხორციელება.10617209_885252731503021_1089671302_n
– რატომ შეიცვალე პროფილი?
– ვფიქრობ, გამომგონებლობითი საქმიანობა მედიცინაში უფრო საჭიროა, იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და ეს გაცილებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ავირჩიე საქმიანობაც, თუმცა მეორე ფაქტორი იყო ოჯახური გარემო. მშობლები მედიკოსები არიან. მათი გზა გავაგრძელე.
ჩემი ინტერესის საგანია ინოვაციები, ახალი იდეების შეთავაზება მსოფლიოსთვის, მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნა და, რაც მთავარია – ადამიანების გადარჩენა.
– ხასიათის რომელი თვისება გეხმარება გამომგონებლობაში?
– ნებისყოფა და მიზანდასახულობა. როდესაც რაღაც არ გამომდის, თავიდან ვცდილობ იგივეს გაკეთებას, სანამ შედეგს არ მივიღებ, არ ვნებდები და ვცდილობ, სხვა გზით მივაღწიო მიზანს.
– რაც შეეხება გეგმებს…
– ჩემი იდეების უცხოეთში განხორციელებას ვგეგმავ. მინდა, იქ მივიღო გამოცდილება და საქართველოში ჩამოვიტანო. დრო გვიჩვენებს. საბოლოოდ მაინც აქ ჩამოვალ.

ნანუკა ალავიძე

10615800_885252724836355_572886030_n

10609217_885252734836354_1303577711_n

10596019_885252748169686_1892837732_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები