დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმში 40-ზე მეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და 150-მდე წარმოდგენილი ვაკანსიიდან სასურველი შეერჩიათ.

ფორუმს ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პროფესიული კოლეჯის და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ქუთაისის შემდეგ, 15 ნოემბერს, დასაქმების ფორუმი რუსთავში გაიმართება. დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ- დეკემბერში კიდევ 5 დასაქმების ფორუმია ჩანიშნული.
15 ნოემბერი – რუსთავი.
17 ნოემბერი – მარნეული.
29 ნოემბერი – თბილისი
(დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის, ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი.) 2 დეკემბერი – თბილისი,
(დასაქმების ფორუმი შშმ პორებისთვის)
9 დეკემბერი – გორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები