“მოემზადეთ, დიდი ალბათობით ამას ისევ გავაკეთებ” – ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მიიღებს მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში. ასევე, მან პირობა დადო, რომ საკუთარ გეგმებს “ძალიან მალე” გამოავლენს.

ამის შესახებ მან აიოვას შტატში, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ორჯერ ვიყარე კენჭი. და ორჯერ გავიმარჯვე. მეორედ, ბევრად უკეთესი შედეგით. 2020 წელს მილიონობით მეტი ხმა მივიღე, ვიდრე 2016 წელს… ახლა კი, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული, უსაფრთხო და დიდებული გავხადო, ძალიან ძალიან დიდი ალბათობით, ამას ისევ გავაკეთებ. კარგი?” – თქვა ტრამპმა და დასძინა, “მოემზადეთ. სულ ეს არის, რასაც ახლა გეტყვით. ძალიან მალე. მოემზადეთ”.

მოსალოდნელია, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის განაცხადს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები