ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, არც ერთი თვე ჩვენ მინუსი არ გვქონია და გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, არც ერთი თვე ჩვენ მინუსი არ გვქონია და გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენი, მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში, ერთ სულ მოსახლეზე იყო დაახლოებით 4 250 დოლარი გასული წლის დასაწყისში. მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა იყო 4 200 დოლარი, პირველი ორი თვე, შარშან გვქონდა მინუსი, ანუ იანვარ-თებერვალი იყო ეკონომიკის კლება. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, არცერთი თვე ჩვენ მინუსი არ გვქონია და გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა.

შარშანდელი წელი, მიუხედავად ცუდი დასაწყისისა, დავხურეთ 10,4 %, რაც იყო მეორე მაჩვენებელი ევროპაში ირლანდიის შემდეგ. წელსაც, პირველი 3 კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 10,2% ეკონომიკური ზრდა, რითაც ვართ პირველ ადგილზე მთელს კონტინენტზე. და ნავარაუდებია, რომ წლის ბოლოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება. ჩვენი ეკონომიკა ღარიბაშვილის გაპრემიერების დროს თუ იყო დაახლოებით 4 200 დოლარი, ამ წლის ბოლოს იქნება მინიმუმ 6 800 დოლარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები