ძველ თბილისში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა

ძველ თბილისში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა ცურტაველის 3 ნომერში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი ოჯახია რეგისტრირებული.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან უწყების წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები