ზურაბ ქადაგიძე: ჩვენს „ეროვნულ-ლიბერ-NGO“-წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ფსკერს ქვემოთ რომ ხართ, ვერ ატყობთ?

„როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ? მაგას „რუსთავი 2“-ის საქმეც არ მოეწონა ჰო? ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის Facebook-სტატუსის შესახებ წერს, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა.

ქადაგიძის თქმით, „ეროვნულ-ლიბერ-NGO“-წარმომადგენლებს ევროპული სასამართლო არ მოსწონთ.

„კაი, ნუ გამაგიჟებთ ახლა…

რას კადრულობ სტრასბურგიიი, ვერ გევიგე….

როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ?

– და თამთა მიქელაძე ვინ არის?

– „NGO“-დესანტი ფსევდო-ლიბერალების…

– მაგას „რუსთავი 2“-ის საქმეც არ მოეწონა ჰო?

– კი,ეგრეა…

– ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება?

– რა თქმა უნდა…

– და რაშია საქმე, რამე ჭირს?

– მეტი რაღა უნდა სჭირდეს, ქართველი ლიბერალია…

– ააა გასაგებია

მოკლედ, ჩვენ „ეროვნულ-ლიბერ-NGO“-წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ნუ ხასიათს გააჩნიახოლმე….

P.S. ფსკერს ქვემოთ,რომ ხართ ვერ ატყობთ?…“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები