ზურაბ ჯაფარიძე: გვარამია იყო, ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, მისი დაჭერის შემდეგ პარტიას მისივე ამომრჩეველი სანთლით ეძებს

გვარამია იყო, ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად, ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გუშინ 3.5 წლით ციხეში ჩასვეს გვარამია.
გვარამია იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიტიკული არხის მფლობელი, მმართველი, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტი, პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი.
გვარამია იყო, ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად, ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს
მისი დაჭერის შემდეგ არხს აქვს უმძიმესი ფინანსური პრობლემები, იმ პარტიას კი მისივე ამომრჩეველი სანთლით ეძებს.
დაიჭირეს იმიტომ, რომ მეუღლეს ათხოვა კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა.
არავის, არცერთ ჭკუათმყოფელს ოდნავადაც კი არ ეპარება ეჭვი, რომ  ციხეში მისი გაშვების მოტივი პოლიტიკურია
აშშ-ის საელჩომ დაწერა:
“იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
დაემშვიდობეთ ევროპასო
ამ დროს ე.წ. პარლამენტში მიმდინარეობს ცირკი სახელწოდებით “ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენები”
ჰოდა, ვეძებე და ვერ ვიპოვე ამ “კანდიდატების” რეაქცია გვარამიას დაკავებაზე
ნუ, ვისაც ვცნობ სახელით და გვარით, იმათი
სადმე მოვალეობის მოხდის მიზნით თუ თქვეს რამე, არ ვიცი,
მაგრამ არ იძებნება არაფერი
ბიძინას მსახურების ხმები გინდათ?
გეშინიათ, გვარამიას თუ დაიცავთ და ქართულ მართლმსჯულებაზე რამე ცუდს იტყვით, ,,ნაცებს,, დაგიძახებენ?
სადღაც გულის კუნჭულში მაინც გაქვთ იმედი, რომ აგირჩევენ? რა იცი, რა ხდება?
და რომ აგირჩევენ, მერე გამოიბამთ ტრა*ს და დაიწყებთ ჩაგრულების დაცვას?
სადაც გავლენიანი ადამიანი დაუცველია, გავლენის არმქონეთა უფლებები ბუნებაშიც არ არსებობს
დიაგნოზია, რაც ხდება ჩემი აზრით
აი, ეს არის დიაგნოზი იმისა, რაც გვჭირს.
ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, რაღაც ინტერესის გამო
ასე იგებს ის ბრძენი კაცი”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები