ლევან სახელაშვილი ნიკოლაევში რუსული არტილერიის იერიშს ემსხვერპლა

38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. მომხდარის დეტალებს უკრაინაში მებრძოლი ერთ-ერთი ქართველი და დაღუპულის მეგობარი, გოჩა ხორავა იხსენებს.

“ეს ყველაფერი დილით მოხდა. დაიღუპა საბრძოლო ვითარებაში. არის ნიკოლაევის ოლქში, ხერსონის საზღვრებთან, კონტაქტური ცეცხლი გაუხსნეს, იმათ ვერ მოიგერიეს, მერე გამოიძახეს არტილერია”, – ამბობს ხორავა.

სახელაშვილის ცხედარი, ხორავას თქმით, ნიკოლაევის ერთ- ერთ ჰოსპიტალშია გადასვენებული.

მას სავარაუდოდ ხვალ კიევში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ლევან სახელაშვილი 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
ის უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე წავიდა.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 24 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები