მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ისიც კი იკადრეს, რომ კანონს, რომელიც შექმნილია ზელენსკის ხელისუფლების მიერ, დაარქვეს დეოლიგარქიზაციის „ოცნებისეული“ ვერსია

“მათი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ არასერიოზულია. მათ არ აინტერესებთ ევრორეკომენდაციების შესრულება, მათ აინტერესებთ ამ ქვეყნის დაზიანება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოება არ ტყუვდება.

„გუშინ ისიც კი იკადრეს, რომ ამ კანონს, რომელიც შექმნილია ზელენსკის ხელისუფლების მიერ, დაარქვეს დეოლიგარქიზაციის “ოცნებისეული” ვერსია. მე მგონია, რომ უფრო მეტად ხისტ პროპაგანდისტულ მეთოდს ისინი ვერ მიმართავდნენ. ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ ჩვენს საზოგადოებაზე, რომ ასეთ მდაბიო ტყუილს საზოგადოება გაატარებს. საზოგადოება არ ტყუვდება, ეს არ არის ოცნებისეული ვერსია, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონპროექტი, რომელსაც ისევე მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, როგორც იქ შეიქმნა“, – აცხადებს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები