26 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართება
ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოლისტი – სოფიო ოდიშარიაა, დირიჟორი – სოსო ჯუღაშვილი. პროგრამაშია იოჰანეს ბრამსის საფორტეპიანო კონცერტი N1 ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის დადებულ ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
კონცერტის დასაწყისი 19:00 სთ.
პროექტის წარმდგენია: მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; პროექტის პარტნიორია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; პროექტის მხარდამჭერია: თბილისის მერია და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“.