თბილისის საქალაქო სასამართლოში ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა გაგრძელდება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა გაგრძელდება. ყოფილ მაღალჩინოსანს დღევანდელ პროცესზე კითხვებს გირგვლიანის მკვლელობის საქმის ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით დაუსვამენ.
11 აგვისტოს გამართული სასამართლო პროცესი მას შემდეგ შეწყდა და გადაიდო, რაც მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აცილების საკითხი დააყენა.