ლევან მაჭავარიანი – „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას?

ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში და პირველ რიგში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით? – ამის შესახებ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმაზე, თუ რას მოჰყვა დაპირისპირება. მაჭავარიანისთვის გაურკვეველია, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან რატომ არის დუმილი, რატომ სურთ, რომ მხარეებს შორის პოლარიზაცია გაღვივდეს.

„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში და პირველ რიგში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით?

აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი. მიდის აქტიურად მუშაობა. დაგეგმილად მოდის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. არიან ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში და აწყობენ ორგანიზებულ, კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.

ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად, ძალიან რთულია, ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ჩვენი ღირსება. როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები და ასე შემდეგ, ძალიან რთულია, შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან მოუწოდა ყველა მათ მხარდამჭერს, თავი შეიკავონ, რადგან აღნიშნული გამიზნულად კეთდება და ემსახურება რადიკალთა დღის წესრიგს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო დიპლომატიურ კორპუსს, მათი მხრიდან ეს დუმილი ყველაფერზე – კარგად ვიცით, რომ ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის დაფინანსებული სწორედ ევროკავშირის თანხებით, მდიდარი „ენჯეოს“, „ნაცების“ აქტივისტები არიან ძირითადი ბირთვი ამ აგრესიული მოქალაქეების და რატომ არ იღებენ ხმას? რატომ არის დუმილი? არ არის ეს ხელის შეშლა საარჩევნო პროცესის? რატომ სურთ, რომ ეს პოლარიზაცია გაღვივდეს? რატომ აკვირდებიან ამ ყველაფერს ასე ჩუმად, თითქოს არაფერი ხდება.

ეს არის გამიზნული პროვოკაცია. არ ჩერდებიან, რადგან გარედან ეს დავალება აქვთ მიღებული, სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ საქართველოში, ვინაიდან ოპოზიცია ბოლომდეა გამარგინალებული. ვხედავთ, რა დღეში არიან. შეკრეს გარედან დავალებული რაღაც კოალიცია ბატონმა გახარიამ და ბატონმა ხაზარაძემ, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს აგინებდნენ და ნახევარ საქართველოში ვერ დააკომპლექტეს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, იმდენად განადგურებულ მდგომარეობაში არიან და იმდენად დისკრედიტებული არიან, არავის სურს მათთან ასოცირება. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, დიპლომატიურ კორპუსს, გააკეთონ კომენტარი და დაგმონ ეს ლიბერალური ფაშიზმი. კიდევ ერთხელ, ყველას ვთხოვ თავშეკავებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები