“ვინ უნდა დაამხოს ბატონმა “ანიტამ”, თვითონ დამხობილია თავისივე პარტიაში და გარიყული – თავისი კოლექტიური “ნაცმოძრაობისგან” – გორდულაძე
“ვინ უნდა დაამხოს ბატონმა “ანიტამ”, თვითონ დამხობილია თავისივე პარტიაში და გარიყული – თავისი კოლექტიური “ნაცმოძრაობისგან”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ერთი ჩვეულებრივი, გაშიფრული აგენტია, მაგრამ მის განცხადებებში ერთი რამ გამოსჭვივის – 4 ოქტომბრის არჩევნები ყელში ადგას აგენტურის წარმომადგენლებს. არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე ძალადობრივი პროტესტი იქნება თუ ზოგადად ძალადობის გამოყენებით, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს“, – აცხადებს გორდულაძე.