მექსიკაში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა(ფოტო)

ცენტრალურ მექსიკაში, ქალაქ ატლაკომულკოსთან, სატვირთო მატარებელი ორსართულიან ავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსს ქარხნის თანამშრომლები გადაჰყავდა.

სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე. დაშავებულთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია და ისინი ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

მექსიკის პრეზიდენტმა ავარიას „ტრაგიკული შემთხვევა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები