“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი; მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ” – ხვიჩა კვარაცხელია

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი. მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთთან თამაშის შემდგომ ისაუბრა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენც მოვიგეთ და კალათბურთელებმაც.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, წვიმაში ჩვენთან დარჩნენ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ, მე და მიქაუტაძე გოლებით საქართველოს ნაკრებს ვეხმარებით და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პირველ და ვინ მეორე ადგილზე.

ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, რადგან ქულები დავაგროვოთ. ასევე ვაჩვენეთ ძალიან კარგი თამაში, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები