ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 46 ფაქტიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 – სამცხე-ჯავახეთის, 13- გურიის, 7 – ქვემო ქართლის, 10- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5- შიდა ქართლის და 2 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, აგვისტოს თვეში, სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტია გამოვლენილი; აქედან, 1- სამცხე-ჯავახეთის, 1 – ქვემო ქართლის, 5 – შიდა ქართლის, ხოლო 1- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1093 კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები