მედიის ცნობით, კატარი მოუწოდებს „ჰამასს“, უპასუხოს აშშ-ის უახლეს წინადადებას ღაზასთან დაკავშირებით

კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ, დოჰაში გამართული მოლაპარაკებების დროს, პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, დადებითად უპასუხონ აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ უახლეს შეთანხმებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კატარის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „ჰამასს“, დადებითად უპასუხოს აშშ-ის უახლეს წინადადებას, რომელიც შუამავლების მეშვეობით იქნა წარდგენილი და მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადებას“, – ციტირებს სააგენტო ოფიციალურ პირს.

7 სექტემბერს, Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთავაზება გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები