მათიკაშვილი – NGO-ებზე: ისინი იძენდნენ წიწაკის სპრეებს და ა.შ. რომელიც მშვიდობიანი აქციისთვის კი არა, თავდასხმისთვის არის განკუთვნილი

“ისინი იძენდნენ წიწაკის სპრეებს და ა.შ. – ისეთ ამუნიციას, რომელიც მშვიდობიანი აქციისთვის კი არა, თავდასხმისთვის არის რეალურად განკუთვნილი“, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

ის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვებს ეხმაურება.

“საკმაოდ მძიმეა ის აღქმა, რომელიც გეძლევა ადამიანს იმ ყველაფრის გაანალიზების შემდგომ, რასაც ჰქვია ე.წ. რაღაც სამოქალაქო საზოგადოების – მესამე სექტორის როლი იმ მოცემულობაში, რასაც ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური პროცესების წარმართვა, რაღაც რევოლუციური პროცესების დაწყება, ხელისუფლების გადატრიალება, დამხობა და ა.შ. ჰქვია”, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები