შსს: მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში,მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.