“მოვუწოდებ ჩვენს აბსოლუტურად ყველა მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ ძალადობისგან, ვინაიდან ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს” – მაჭავარიანი

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ ფაქტობრივად ყოველ დღე ხორციელდება კარგად გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაცია გარედან დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრობით”, – ამის შესახებ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ისინი აწყობენ პროვოკაციას, გვივარდებიან სახლში ლანძღვა-გინებით. მოვუწოდებ ჩვენს აბსოლუტურად ყველა მომხრეს, ყველა მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ ძალადობისგან, ვინაიდან ეს მათივე წისქვილზე ასხამს წყალს. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან რთულია ამდენი ადამიანის მოთოკვა უშუალოდ შტაბშიც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები