ნინო წილოსანი: ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა – ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა

„ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა – ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, სოფო ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას მჭიდრო კავშირში იყვნენ თურმე ნაციონალურ მოძრაობასთან და ახლაც რაღაც გარკვეული გეგმები ამოძრავებთ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად სუფთა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. ინფორმაციის გადაცემა ალბათ ორმხრივი იყო. ეს ფაქტი ნამდვილად არ აძლევთ მათ ძალიან კარგ წინაპირობას. ამიტომ დაველოდებით გამოაშკარავდება თუ არა, ვინ კონკრეტულ პირებს გულისხმობენ და ვისთან ჰქონდა ანიტა ხაბეიშვილს და მისნაირებს ორმხრივად ინფორმაციის გაცვლის მცდელობა“, – განაცხადა წილოსანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ის, რასაც მმართველი გუნდი მინიშნებით ამბობდა, სოფო ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან და ისინი ძველ ქმედებებს ინანიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები