“ვიდრე გეგმას არ გავიგებ, ვინ არის რევოლუციაზე პასუხისმგებელი, არ დავიჯერებ, რომ ვინმე რევოლუციას სერიოზულად აპირებს ამ ქვეყანაში” – ხვიჩია

“ჩვენ ბევრი დაანონსებული თარიღი გვინახავს… და მერე გვინახავს იმედგაცრუებები დაანონსებული თარიღებით”, – ამის შესახებ, პარტია “გირჩის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი – იაგო ხვიჩია აცხადებს.

ის ხელისუფლების დამხობის, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმას ეხმაურება, რომლის განხორციელებასაც 4 ოქტომბერს აპირებენ.

“ვიდრე გეგმას არ გავიგებ, 4 ოქტომბერს რა ხდება, ვინ არის რევოლუციაზე პასუხისმგებელი და რევოლუციურ კომიტეტში არ მომიწვევენ, არ დავიჯერებ, რომ ვინმე რევოლუციას სერიოზულად აპირებს ამ ქვეყანაში”, – აცხადებს ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები