“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტალის პირველი კომპლექსის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებისთვის თავისი სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, ზაქარია წიკლაური მათი პრობლემების და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოცემულ ლოკაციაზე გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუმცა საჭიროა შიდა გზების მოასფალტება. ამავე სივრცეში არის ავარიული კორპუსი, რომელიც უკვე მოხვედრილია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში, კორპუსის მოსახლეობა (126 ოჯახი) გაყვანილია ქირით და უახლოეს 2-3 წელიწადში აშენებულ ახალ 20-სართულიან კორპუსში მიიღებენ ბინებს, თუმცა პრობლემა აქვს რამდენიმე ოჯახს, რომელთაგან ზოგი არ არის თბილისში რეგისტრირებული, ზოგი კი არ არის საქართველოს მოქალაქე. ამიტომ ბინის ქირის ანაზღაურების პრობლემა ექმნებათ. შესაბამისად, მაჟორიტარობის კანდიდატთან ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები