შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.