მაია ბითაძე: კახა კალაძის შტაბთან მივარდნა არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ცდილობენ მუხტის აწევას, მაგრამ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მუხტი ფიზიკურად აღარ აიწევა
დღეს, მესამედ, მათი მივარდნა კახა კალაძის შტაბთან, ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანები ცდილობენ მუხტის აწევას, მაგრამ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მუხტი ფიზიკურად აღარ აიწევა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, ქუჩის აქციებმა თავისი თავი ამოწურა.
„დღეს მესამედ, მათი მივარდნა კახა კალაძის შტაბთან, ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანები ცდილობენ მუხტის აწევას, მაგრამ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მუხტი ფიზიკურად აღარ აიწევა. იმიტომ, რომ გაცვეთილია ყველა რესურსი. აგერ, უკვე მერამდენე დღეა, ისინი კეტავენ რუსთაველის გამზირს, რამდენიმე ათეული ადამიანი და იწვევენ დისკომფორტს უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვის თვალსაზრისით. ასე რომ, ქუჩის აქციებმა თავისი ამოწურა, გაიცვითა ყველა ის ტყუილი და სიცრუე, რასაც ეს ადამიანები ტირაჟირებდნენ თვეების განმავლობაში, დაკარგა ღირებულება იმ პერფორმანსებმა, რომლებსაც ძალიან შეგვაჩვიეს, მათ შორის ფასი დაკარგა სიტყვამაც კი, რასაც ისინი წარმოთქვამენ. ამიტომ, არის ბოლო შანსი მათთვის, რომ პროვოკაციების, ადამიანების გამოწვევის კუთხით შექმნან დესტაბილიზაცია და ამით მიაღწიონ რაღაც შედეგს“, – აცხადებს მაია ბითაძე.