ქვიშხეთში ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა
შიდა ქართლში ხანგრძლივი წვიმის შედეგად წუხელ მოვარდნილმა ღვარცოფმა ხაშურის რაიონის მოსახლეობა დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა განსაკუთრებული პრობლემები ქვიშხეთის მოსახლეობას შეუქმნა, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ქვა-ღორღის შედეგად კი ჩახერგილია გზები. ქვიშხეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დამსვენებლებიც იმყოფებიან. მათ დახმარებას მაშველები ცდილობენ.