თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა
თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის გამო მეტროსადგურის პირველ ხაზზე დროებით შეფერხება იყო.
„მგზავრი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოძრაობაც აღდგენილია“, – აცხადებენ კომპანიაში.