შსს-ში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება (ვიდეო)

2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებელობა ექნება, სასურველი სერია და ციფრები წინასწარ დაჯავშნოს. თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.sagency.ge) საშუალებით.
მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ (www.sagency.ge) დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და, სურვილის შემთხვევაში, წინასწარ დაჯავშნონ. სანომრე ნიშნის ვებგვერდის საშუალებით დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე – მისი პირადი მონაცემების მითითებით.
შეგახსენებთ, რომ არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერის ჩათვლით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4LUhmDj3dk8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები