ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური სტრატეგიის, ტაქტიკის, იდეოლოგიისა და საკადრო კრიზისი აქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა ობოლაძის წასვლას აფასებს. მისი თქმით, პარტიაში კრიზისია.

„კრიზისია ჩვეულებრივი, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური ხაზი ჩავარდნილია. აქვთ როგორც პოლიტიკური სტრატეგიის, აგრეთვე, ტაქტიკის, იდეოლოგიისა და საკადრო კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები