ეკა სეფაშვილი: უკრაინის კონფლიქტმა საქართველო აიძულა ახალ რეალობასთან საექსპორტო ბაზრების ადაპტაცია მოეხდინა, ქვეყანამ ასევე ისარგებლა გზების სატრანზიტო ფუნქციად გამოყენების გაფართოებით; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა

უკრაინის კონფლიქტმა საქართველო აიძულა, ახალ რეალობასთან საექსპორტო ბაზრების ადაპტაცია მოეხდინა, მაგრამ ქვეყანამ, ასევე, ისარგებლა გზების სატრანზიტო ფუნქციად გამოყენების გაფართოებით. ”პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა,” – ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ეკა სეფაშვილი bloomberg- ის სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ (რუსეთში) მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა დასტაბილურდა.

„საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ (რუსეთში) მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა დასტაბილურდა. ეკა სეფაშვილი, რომელიც პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელობაშია, ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტმა საქართველო აიძულა ახალ რეალობასთან საექსპორტო ბაზრების ადაპტაცია მოეხდინა. მაგრამ ქვეყანამ, ასევე, ისარგებლა გზების სატრანზიტო ფუნქციად გამოყენების გაფართოებით. ”პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა,” – ამბობს ის. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის შემოჭრამდე ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად საშუალოდ 3800 ახალი კომპანია რეგისტრირდებოდა. მარტში ამ მაჩვენებელმა 9000-ს გადააჭარბა და მას შემდეგ ყოველთვიურად, საშუალოდ, 7000-ზე მეტს აღწევს“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები