ირაკლი ქადაგიშვილი: სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ჩვენ მიერ უპირობოდ მხარდაჭერილი არ იქნება – უნდა მოხდეს კონსენსუსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარს უპირობოდ არ დაუჭერს და ამ საკითხზე უნდა მოხდეს კონსენსუსი.

„წინა სახალხო დამცველის არჩევის დროს ითქვა შემდეგი – მხოლოდ ის, ვისაც თქვენ იტყვით და მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობა იყოს! ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ბოლოს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ქმედებაზე გავიდა. ახლა ვამბობთ – ჩვენ სახალხო დამცველობის კანდიდატურას არ ვაყენებთ, მაგრამ გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით უნდა იყოს მიღწეული – არა ის, რომ ავტომატურად დავეთანხმებით რასაც იტყვიან, არამედ უნდა ვიმსჯელოთ და კონსენსუსის გზით ისეთი კანდიდატი ავირჩიოთ, რომელიც სახალხო დამცველის ფუნქციებს ზედმიწევნით შეასრულებს, იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პოლიტიკურად არაანგაჟირებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები