ირაკლი ზარქუა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს, ჩვენ მას შევასრულებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს, ჩვენ მას შევასრულებთ, ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ორმაგი სტანდარტი აქვთ და დასავლეთისგან მოწონებული მოდელი მათთვის მიუღებელია.

„თქვენ ნახეთ ის პოზიციები, რაც გამოქვეყნებული იყო და რაც გააჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. თურმე ესენი უკვე თავს იკავებენ და მხარს არ უჭერენ, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. ის, რაც მოწონებულია დასავლეთიდან უკრაინაში, ავიღეთ და დავარეგისტრირეთ ზუსტად იგივე მოდელი, ახლა არ აინტერესებთ, ახლა ეს რეკომენდაციები მათთვის მიუღებელია და ამბობენ, რომ მაინც და მაინც სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, მათი ორმაგი მიდგომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს, ჩვენ მას შევასრულებთ, ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები