დიმიტრი ხუნდაძე: “ნაცმოძრაობის” დროს ამერიკული დახმარება ბევრად მეტი იყო, ვიდრე მას შემდეგ

“ასეთი დამოკიდებულება არ არის პარტნიორული ფორმატი და ეს ჰგავს ცალმხრივ სარგებლობას, მაგალითად, ამ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება იმ არასამთავრობო სექტორზე, რომლის უდიდესი ნაწილი არყევს ქვეყანას და შესაძლოა, ფინანსური დანაკარგიც უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ გზით გაღებული საქართველოსადმი, “ვითომ დახმარება”, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს და ამერიკულ დაფინანსებაზე მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, ამერიკული დახმარება “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ბევრად მეტი იყო.

“ის, რომ არასამთავრობო სექტორი ცდილობს, გააყალბოს არჩევნები და ამით “ნაციონალურ მოძრაობას” გზა გაუხსნას, მოვიდეს ხელისუფლებაში და ჩაანაცვლოს ის ხელისუფლება, რომელიც არ არის გარე დაკვეთების იოლად შემსრულებელი. სწორედ ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ენმ-ს დროს ამერიკული დახმარება იყო ბევრად მეტი, ვიდრე მას შემდეგ. ანუ ისინი, ეტყობა, ამ დახმარების სხვა შედეგს ელოდებიან და არა იმას, რაც დადგა,” – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ხალხის ძალამ” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თუმცა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი “ხალხის ძალის” მიერ დასმულ კითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ დუმილით პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები