ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ოლივიე ლეფებვრი და ექსპერტი იგორის კრზეცკოვსკი, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.

სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანები, ესაუბრნენ საფინანსო – ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი უწყების სამუშაო სპეციფიკის შესახებ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების და ანალიტიკურ-პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მხარდაჭერის პერსპექტივას.

შეხვედრაზე მხარეები კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები