ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად ოლიგარქები არიან – მათ არ სურთ, ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოთ

“რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად ოლიგარქები არიან და ოლიგარქების წრეს განეკუთვნებიან. ეს არის იგივე კეზერაშვილი, ჭუტა და ასე შემდეგ, ყველას გვარს აღარ ჩამოვთვლი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე საუბრისას “პირველ არხს” განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას არ სურს, ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოს.

„არსებობს უნივერსალური მცნებები, რაც ერთია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეღო უკრაინული კანონი, პირდაპირ გვეთარგმნა და გადმოგვეტანა ქართულ რეალობაში, რასაც მოჰყვა ოპოზიციის შეშფოთება ერთი მარტივი მიზეზის გამო – რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად ოლიგარქები არიან და ოლიგარქების წრეს განეკუთვნებიან. ეს არის იგივე კეზერაშვილი, ჭუტა და ასე შემდეგ, ყველას გვარს აღარ ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ, ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოთ. ჩვენ მხარეს არ არიან ოლიგარქები, მათ მხარეს არის რამდენიმე ოლიგარქი. აქედან გამომდინარე, ისინი სუბიექტურად არიან დაინტერესებულნი, რომ ეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კანონი არ იქნას მიღებული. ვნახოთ, რასთან დაკავშირებითაც შედგება კონსენსუსი, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო:tv 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები