ირაკლი კობახიძე: ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ფორმატები მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების დროს, საქართველოს პარტნიორებთან ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად წინა პლანზე იყოს წამოწეული.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატები, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმაოთ როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში და ამისთვის ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ არსებულ მდგომარეობას. ვითარება ბუნებრივია, გართულებულია რეგიონში და ამ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იყოს წინ წამოწეული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: tv 1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები