ირაკლი ქადაგიშვილი: “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი უნდა ეხებოდეს სამართლიან პრინციპებს და არა – კონკრეტულ ადამიანებს, კანონი არ უნდა დაიწეროს ვინმეზე მორგებით

“კანონი არ უნდა დაიწეროს არც ივანიშვილზე, არც ქადაგიშვილზე და არც კეზერაშვილზე მორგებით. კანონი სამართლიან პრინციპებს უნდა ატარებდეს. კანონი განსაზღვრავს, სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე ვის შეეხება. წინასწარ ნუ მიაკერებენ რაიმე იარლიკს, ვინ არის ოლიგარქი და ვინ – არა. ყველა დაველოდოთ კანონის მიღებას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონი ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული.

„რატომ ავიღეთ საბაზისოდ უკრაინული კანონი? – უკრაინული კანონი აბსოლუტურად ნეიტრალური იყო ჩვენი სინამდვილის გამო, არ ითვალისწინებდა ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლისა და იარლიკების მიკერების ტენდენციას. მსოფლიოში ერთადერთი კანონია, რომელიც ოლიგარქიზაციას ეხება. სხვა ქვეყანას ასეთი პრინციპი არ დასჭირვებია. ვინაიდან, ევროკავშირმა რეკომენდაციაში ეს პრეცედენტი ჩაგვიწერა, აღებული იქნა საფუძვლად კანონი, რომელიც ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული და რეკომენდაციების შესრულების დროს უკრაინას უთხრა, ეს კანონი აღასრულოს. ამიტომ ობიექტური კრიტერიუმებია აღებული. ვინც ამ ობიექტურ კრიტერიუმებს მოერგება, მოერგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები