იაგო ხვიჩია: “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი საერთოდ არ გვჭირდება, ეს პრობლემა არ გვაქვს

“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი საერთოდ არ გვჭირდება, რადგან ამის პრობლემა ქვეყანას საერთოდ არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ქვეყნის დასავლური ინტერესების გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.

„პრობლემა სწორად უნდა დავაიდენტიფიციროთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ვებრძოლოთ, ოლიგარქებს არ ვებრძოლოთ. ეს კარგად გასააზრებელია. კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ პირად დამოკიდებულებას გვერდით გადავდებთ და გადაწყვეტილებას ჩვენი დასავლური ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ბიძინა ივანიშვილი მდიდარი ადამიანია და მდიდარ ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს იმის გამო, რომ მდიდრები არიან. ნებისმიერ ადამიანთან პრობლემა მაქვს მაშინ, როცა მას ერთპიროვნული ძალაუფლების შესაძლებლობა აქვს და თუ ქვეყანა ისეთი იერარქიით იმართება, სადაც ერთ კაცს ყველაფრის უფლება აქვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი კაცი მილიონერია, თუ არა მილიონერი. პრობლემას ქმნის არა ის, რომ ვიღაცას აქვს ფული, არამედ ის, რომ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები