პარლამენტში დღეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს განიხილავენ

პარლემენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებების პროექტი ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილმა მოამზადა.
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ცალკეული ნორმების ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადებისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები