ირაკლი კობახიძე – „კრედიტ სუისზე“: ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ

იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე“, „კრედიტ სუისმა“ მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„გადავიარეთ ზეწოლის არაერთი ტალღა, რაც უკავშირდებოდა ომის რიტორიკის გაღვივებას და ეს ხორციელდებოდა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის, მათთან დაკავშირებული არასამთავრობოების მხრიდან. ასევე, ეს ხორციელდებოდა ქვეყნის გარეთ, როგორც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან, ასევე ცალკეული უცხოელი ლობისტების მხრიდან. პირდაპირი მოწოდება იყო ომისკენ, ამას ჩვენ არ ვაკეთებდით და ამასთან ერთად მიდიოდა პირდაპირი ღია შანტაჟი.

ასევე, იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე“, „კრედიტ სუისმა“ მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ ამ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ. ეს ნაბიჯები შეიძლებოდა თეორიულადაც ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები. ხშირად უთქვამთ ოპონენტებს, მოუწოდებიათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. დაბრუნება შეიძლება აინტერესებდეთ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან რაღაც უნდა უკარნახოს ხელისუფლებას. ამას ვერ აღწევენ. შანტაჟი გრძელდება. შანტაჟი გრძელდება სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის რია შანტაჟი, იგივე უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. ეს ყველაფერი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საქმე თავისი შინაარსით არის არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები