თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამისთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამისთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა და ქალთა გაძლიერებაზე ადგილობრივ დონეზე. ქალბატონმა ელჩმა აღნიშნა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ლუსინე დოსტიბეგიანის აქტიური ჩართულობა, რომელსაც 2021 წელს ნიდერლანდების საელჩომ ,,ადამიანის უფლებაა ტიტას” ჯილდო გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი თეთრიწყაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სახალხო დღესასწაულს ,,გარისობა2022″ დაესწრო.

ქალბატონი მააიკეს დიდი ინტერესი გამოიწვია სოფელ სამღერეთში გოგონათა საფეხბურთო გუნდის არსებობამ, რომლებმაც 8 ოქტომბერს ვაკის ცენტრალურ საწვრთნელ ბაზაზე, გოგონათა შორის მოყვარულთა ლიგის მეორე ეტაპის თამაშებზე, შეხვედრა გამართეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გოგონათა გუნდთან. თამაში თეთრიწყაროს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ნიდერლანდების ელჩმა გამარჯვებულ გოგონებს საჩუქრად ბურთები გადასცა.

თამაშს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, თეთრიწყაროსჯ კულტურისა და სპორტის ცენტრის  ხელმძღვანელთან, დავით ყაზახაშვილთან ერთად ესწრებოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები