ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სუისს“ მთავარი დასკვნა არ გამოაქვს – რომ საქმე აქვს შეუპოვარი ბუნების ადამიანთან, რომლისთვისაც სამართლიანობა გაცილებით უფრო სახელმძღვანელო არის, ვიდრე ზიანის ანაზღაურება

„მთავარი, სადაც ყველა ვალდებულების დარღვევა იყრის თავს, არის ნდობა. ნდობა მთავარი პრინციპია, რაც ზოგადად საბანკო სისტემას ამოძრავებს. როდესაც კლიენტის მხრიდან ბანკის მიმართ ნდობა იკარგება, სწორედ იმიტომ, რომ ბანკი იდენს გაუგონარ დარღვევებს, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენზე საუბარი ზედმეტია”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა “იმედის კვირასთან” საუბრისას განაცხადა.

“ნებისმიერი ასეთი საქმის გახანგრძლივება პირველ რიგში ბანკის რეპუტაციას ურტყამს და ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ბანკმა შეიძლება მიიღოს ამ ნდობა-უნდობლობის მიჯნაზე. ჩვენს შემთხვევაში კი უცნაურად თავგამოდებულად მოქმედებს ბანკი.

წლები გადის, ბანკი მარცხთან ერთად განიცდის უფრო დიდ მარცხს და, რაც მთავარია, მთავარი დასკვნა არ გამოაქვს – რომ საქმე აქვს შეუპოვარი ბუნების ადამიანთან, რომელიც ამ საქმეს არ დათმობს ელემენტარული მოსაზრების გამო, რომ სამართლიანობა გაცილებით უფრო სახელმძღვანელო არის მისთვის, ვიდრე იმ ზიანის ანაზღაურება, რაზეც ვსაუბრობთ.

ფაქტების ერთობლიობა – თუ რა საბაბით მოხდა თანხების ბლოკირება ტრასტების ანგარიშებზე, თუ როგორი გაჭიანურებული ხასიათი მიიღო ამ დავამ, თუ როგორ მოქმედებს ბანკი და მისი სატრასტო სტრუქტურები (არა მარტო სამოქალაქო, არამედ სისხლისსამართლებრივ სფეროში), ისევე ის თუ როგორ მოქმედებენ შვეიცარიის საჯარო სტრუქტურები – ფინანსური მარეგულირებელი, პროკურატურა – ეს ფაქტები ერთობლიობაში უცნაურ სურათს ქმნის, როდესაც ბანკის და შესაძლოა სხვა აქტორების მხრიდან (დაშვებას ვაკეთებ მხოლოდ) დამოკიდებულება ბატონი ივანიშვილის მიმართ არის არა როგორც ყოფილი კლიენტის მიმართ, არამედ რაღაც სხვა ახსნა შეიძლება მოიძებნოს“, – ამბობს ადვოკატი.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები