საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი: საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე, საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია

“საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია”, – ამის შესახებ საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

“მიყვარს ულამაზესი შემოდგომა საქართველოში. საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია. ორგანულ საკვებ პროდუქტებს დანიის საცალო ვაჭრობის ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წილი უკავია”,-წერს დანიის სამეფოს ელჩი “ტვიტერში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები