საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრა. 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 10-14 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეის სესიას, მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი, დელეგაციის წევრები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და ხატია დეკანოიძე დაესწრებიან.

“სესიის მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების, პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე სიტყვით გამოსვლები და ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

 ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტარები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებზე, სომხეთ-აზერბაიჯანს  შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე დებატებს გამართავენ.

 საპარლამენტო სესიის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო კონფერენციის ფორმატით მიმართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით, შვეიცარიის კონფედერაციისა და  ირლანდიის პრეზიდენტები, ასევე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები