ვიქტორ ყიფიანი: credit suisse, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანია და რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში იჩენს მორიგების მზაობას, ერთადერთი გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილის დავაა
არის გარკვეული ჯგუფი სხვა დაზარალებულ პირთა, მაგრამ ის ზარალი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, შეუდარებლად უფრო მეტი და მასშტაბურია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„იმ უმსგავსობის, სიცრუისა და სიყალბის მასშტაბი, რომელსაც ბანკი ავლენს ჩემი მარწმუნებლის მიმართ, ერთგვარად გამორჩეული და უპრეცედენტოა. საბანკო პრაქტიკისთვის დამახასიათებელია ასეთი სკანდალების არგამოტანა და მორიგებით საქმის დასრულება. credit suisse, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანია და რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში იჩენს მორიგების მზაობას, ერთადერთი გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილის დავაა. რატომღაც აქ ბანკი, მიუხედავად ამ ფაბრიკაციისა, არნახულ სიჯიუტეს ავლენს. ეს არ არის რიგითი და ჩვეულებრივი ბანკი, ეს არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანი. შესაბამისად, ისინი ზიანს აყენებენ არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემას, არამედ ზიანს აყენებენ შვეიცარიის სახელმწიფოს. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სამართლიანობა ბოლოში გავა და სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ყიფიანმა.