გავრცელებული ინფორმაციით, “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირების გამო ნიკა მელიას ხელი აქვს მოტეხილი

“დაიჯესტის” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ხელი აქვს მოტეხილი.

ონლაინ გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია პარტიასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

წყაროს ინფორმაციით, მელიას ხელი, სავარაუდოდ, პარტიის ოფისში მორიგი ჩხუბის დროს დაუზიანდა.

როგორია ენმ-ს თანმჯდომარის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. ასევე უცნობია, რამ გამოიწვია პარტიაში ფიზიკური დაპირისპირება და ვისთან მოუვიდა მელიას ხელჩართული ჩხუბი.

მომხდართან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში” კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები