ნიკოლოზ სამხარაძე – Credit Suisse-ზე: გაუგონარი ამბავია, როდესაც ადამიანს არ აძლევენ წვდომას საკუთარ ფინანსებზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზ ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავას ეხმაურება. როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, სასამართლო პროცესი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მომგებიანი პოზიცია აქვს.
„სასამართლო პროცესი აჩვენებს, რომ მომგებიანი პოზიცია აქვს ივანიშვილის მხარეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება ისე, როგორც ამას იმსახურებენ ამ საქმის მონაწილენი. გაუგონარი ამბავია, როდესაც ადამიანს არ აძლევენ წვდომას საკუთარ ფინანსებზე“, – აცხადებს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები